|
2022-07-17 10:55:03, 1131 ნახვა
ომი უკრაინაში
შოიგუმ გასცა ბრძანება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები „ყველა მიმართულებით“ გაიზარდოს
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გასცა ბრძანება, რომ უკრაინაში ოკუპანტი არმიის მოქმედებები გაიზარდოს "ყველა ოპერატიული მიმართულებით". რუსეთის უწყების ცნობით, შოიგუმ ბრძანება გასცა შეხვედრის დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯარების "სამხრეთი" და "ცენტრის" დაჯგუფებების მეთაურები. სამინისტროს განცხადებით, აქტივობის გაზრდა აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული „მასიური სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დონბასსა და სხვა რეგიონებში დასახლებების მცხოვრებლებზე“. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)