21:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 22:41:11, 1407 ნახვა

ომი უკრაინაში
ეუთომ დაადასტურა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის განმეორებითი შემთხვევები

დადასტურდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის განმეორებითი შემთხვევები. - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა.

მისივე თქმით, ეუთოს მეორე ანგარიში, რომელიც 1 აპრილიდან 25 ივნისამდე პერიოდს მოიცავს, „მტკივნეული იყო წასაკითხად“.

"მოხსენებაში ნათქვამია 23 წლის კარინა იერშოვას შემთხვევა ბუჩაში, რომელიც გაიტაცეს, გააუპატიურეს და აწამეს და ბოლოს დახვრიტეს რუსულმა ძალებმა. მოხსენებაში, ასევე, ნახსენებია სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას მოხსენება იმის შესახებ, რომ 14-დან 24 წლამდე ასაკის 25 გოგონა ბუჩას სარდაფში იმყოფებოდნენ და ჯგუფურად გააუპატიურეს, რის შედეგადაც ცხრა დაორსულდა. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, ერთი წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის შესახებ, ასევე 78 წლის ქალი გააუპატიურეს რუსმა სამხედროებმა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics