|
2022-07-15 12:23:28, 1785 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს ბანკისა" და “ბუღალტერთა კლუბი ფორუმის” ერთობლივი ტრენინგი ბათუმში გაიმართება
" საქართველოს ბანკი" ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და “ბუღალტერთა კლუბი ფორუმის” პარტნიორობით, ბათუმში ტრენინგი „მმართველობითი აღრიცხვა სასტუმროში“ გაიმართება. ღონისძიება 22 ივლისს, 18:00 საათზე, Hilton-ში შედგება. ტრენინგი სასტუმროებში სისტემების დანერგვის და ავტომატიზაციის პროცესს შეეხება. უფრო კონკრეტულად, შეხვედრა ისეთ საკითხებს დაეთმობა, როგორიცაა: სასტუმროში გამოყენებული სააღრიცხვო სტანდარტები; სააღრიცხვო სისტემების მიმოხილვა და მათი ფუნქციონალი; საოპერაციო სისტემის დანერგვის პროცესები და ეტაპები; ERP სისტემასთან ინტეგრაციის პროცესი და სხვა. ტრენინგს ქეთი ჩიკვაშვილი გაუძღვება, რომელსაც მომსახურებისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ფინანსური მიმართულებით 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ტრენინგზე დასწრება „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ წევრებისთვის თავისუფალია. დასწრებას რეგისტრირებული პირველი 70 ადამიანი შეძლებს. რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3ysgBme თუ ჯერ კიდევ არ ხართ ორგანიზაციის წევრი და გსურთ გაწევრიანება, გადადით ბმულზე: https://bit.ly/38tsq2A „საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ბიზნესმომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული სიახლეები შესთავაზოს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა მორიგ საინტერესო ტრენინგს ვუმასპინძლოთ “ბუღალტერთა კლუბი ფორუმთან” ერთად. აღნიშნული შეხვედრა ჩვენი ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებით ხელი შევუწყოთ ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებაში, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მათ საქმიანობაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში'.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)