|
2022-07-14 22:15:12, 1370 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთის შეტევები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე სამხედრო სტრატეგიაა
რუსეთის შეტევები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე არა შეცდომა, არამედ სამხედრო სტრატეგიაა. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. მისივე თქმით, რუსეთი მიმართავს ბარბაროსობას. "ვინიცა, კრემენჩუკი, ჩასივ იარი, ხარკოვი. რუსეთის შეტევები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე - არა შეცდომა, არამედ დამტკიცებული სამხედრო სტრატეგიაა. რუსეთი ვერ ამარცხებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლაში, ამიტომ მიმართავს ბარბაროსობას: ტერორისტულ თავდასხმებს, ინფრასტრუქტურის განადგურებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)