|
2022-07-14 15:00:30, 1109 ნახვა
ეკონომიკა
"ბაზისბანკსა" და შვეიცარიულ ფონდ BPN საქართველოს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
"ბაზისბანკსა" და შვეიცარიულ ფონდ BPN საქართველოს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ბანკის კლიენტებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილოება მიეღოთ მეწარმეოების განვითარების პროგრამაში, ბიზნესის ადმინისტრირების, ქოუჩინგისა და ტრეინინგების მიმართულებით ცოდნის ამაღლებაში. „მიკრო და მცირე საწარმოების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, BPN საქართველო უზრუნველყოფს ყველა მონაწილის კომპლექსურ მხარდაჭერას, მათი ბიზნესისა და ფინანსური გეგმების მომზადებას, რაც ასახავს მათ დაგეგმილ განვითარებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ჩაუტარებს საკონსულტაციო და ქოუჩინგ სესიებს, მათი ბიზნეს გეგმების განხორციელების და სემინარებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველსაყოფად. სამუშაო ადგილებზე მოინახულებს ყველა ბენეფიციარს, რათა დაინახოს მათი განვითარების სრული სურათი. ბაზისბანკი კი, პროგრამაში ჩართული მეწარმეებისთვის, უზრუნველყოფს საჭირო საკრედიტო პროდუქტების მიწოდებას. მემორანდუმის ფარგლებში სვანეთში, კერძოდ მესტიაში, შეხვედრა გაიმართა ტურიზმის სექტორში მოღვაწე მეწარმეებთან, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ სხვადასხვა პროგრამებს და შვეიცარიის მაგალითზე დაყრდნობით გაეანალიზებინათ რა ფაქტორები შეიძლება გადაიქცეს სასტუმრო ბიზნესის წარმატების გარანტად. შეხვედრაზე გაანალიზებულ იქნა მესტიის რეგიონის ტურისტული პოტენციალი და განვითარების შესაძლებლობა, სექტორში არსებული გამოწვევები. „დარწმუნებულები ვართ, რომ ბაზისბანკისა და BPN საქართველოს ერთობლივი ინიციატივა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ადგილობრივი ბიზნესის წინსვლასა და ძლიერი მეწარმეობის შექმნაში. მხარს დაუჭერს ზრდის პოტენციალისა და სურვილის მქონე მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთაც დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.“ - განაცხადა "ბაზისბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების განყოფილების უფროსმა, ნიკოლოზ ნოზაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)