|
2022-07-14 13:50:17, 1382 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი ვინიცას სარაკეტო იერიშზე - რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი?
რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი?,- ასე გამოეხმაურა რუსეთის ჯარების მიერ ვინიცაში მდებარე სავაჭრო ცენტრის დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისივე თქმით, რუსეთი ტერორიტული სახელმწიფოა, რომელიც ყოველდღე კლავსმშვიდობიან მოსახლეობას. "რუსეთი ყოველდღე ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს, ესვრის რაკეტებს სამოქალაქო ობიექტებს. სადაც არაფერია სამხედრო. რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი? არაადამიანები. ქვეყნის მკვლელი. ქვეყანა-ტერორისტი", - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ვინიცაში მდებარე სავაჭრო ცენტრზე ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს, დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი . ვინიცას სამხარეო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი ბორზოვმა დაადასტურა ქალაქზე დარტყმები: "ჩვენ გვაქვს სარაკეტო იერიში ვინიცაში. არიან დაღუპულები და დაჭრილები. რაოდენობა ზუსტდება. რეგიონის თავზე 4 რაკეტა ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა". წინასწარი ინფორმაციით, შენობას საოფისე ფართით 3 რუსული რაკეტა მოხვდა . აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები. ხანძარი გავრცელდა ავტოსადგომზე, სადაც სულ მცირე 50 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)