19:47 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 14:22:20, 871 ნახვა

საზოგადოება
გარდაიცვალა 20 წლის ბიჭი, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა

გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით,  გარდაიცვალა 20 წლის ბიჭი, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა, როდესაც ტროტუარზე ფეხით გადაადგილდებოდა.

სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, დაშავებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. 

კობალაძის ქუჩაზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, კომპანია DS გრუპი აშენებს მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. 

„ეს არ იყო ძელი, ხის კოჭა იყო, რომელიც 36 კილოგრამს იწონის და ზემოდან კიდევ რკინის არმატურები ეწყო. კამერებშიც ჩანს ეს ყველაფერი, გრიგალი იყო და გადმოვარდა 250 მეტრის მანძილზე, „შეგვამოწმა შრომის ინსპექციამ, მუნიციპალურმა ინსპექციამაც და დადგინდა, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა გათვალისწინებული გვქონდა. ახლა გამოძიება ელოდება ექსპერტიზის დასკვნებს, მათ შორის, იმაზე, თუ რა სიმძლავრის გრიგალი იყო იმ დროს, როცა ეს კოჭა გადმოვარდა… ვერ დაადგინეს, ამ სიმძიმის ნივთი როგორ უნდა გადმოვარდნილიყო, როცა გვაქვს სამშენებლო უსაფრთხოების ბადეებიც… ეს იყო უბედური შემთხვევა, ურაგანი იყო,“ - განუცხადა მედიას სამშენებლო კომპანია DS გრუპის ხელმძღვანელმა, ოთარ ბერიძემ.  

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics