23:14 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 10:21:20, 844 ნახვა

მსოფლიო
ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზება - ერდოღანსა და ფაშინიანს შორის სატელეფონო ზარი შედგა

სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლა ფაშინიანმა და თურქეთის ლიდერებმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს პირობა დადეს, რომ დაეყრდნონ ახლახან დაარსებულ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის მოგზაურობის, ვაჭრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებას.

პრეზიდენტებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ორმხრივი პროცესის მნიშვნელობა

" ერდოღანი და ფაშინიანი ელიან შეთანხმებების სწრაფ შესრულებას თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნის შესახებ მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის და საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვის დაშვების შესახებ. ლიდერებმა იმედი გამოთქვეს, რომ 1 ივლისს მიღწეული შეთანხმებები უახლოეს მომავალში განხორციელდება",- ნათქვამია განცხადებაში.

ორი მეზობელი სახელმწიფოს სპეციალურმა წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს ნორმალიზაციის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე, რომელიც 1 ივლისს ვენაში გაიმართა.

გასულ კვირას ფაშინიანმა სომხეთის სამთავრობო უწყებებს დაავალა მჭიდროდ ითანამშრომლონ თურქ კოლეგებთან შეთანხმებების „რაც შეიძლება მალე“ განსახორციელებლად.

ორ ქვეყანას არასოდეს დაუმყარებია ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები და მათი საერთო საზღვარი დაკეტილია 1990-იანი წლებიდან. 11 ივლისის ზარი იყო ფაშინიანის პირველი პირდაპირი კონტაქტი ერდოღანთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics