20:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 10:24:41, 627 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის აეროპორტში ქართული ტრადიციული ორნამენტებით შექმნილი აქსესუარებისა და ნივთების მაღაზია გაიხსნა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განაგრძობს ქართული ბრენდების მხარდაჭერას. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიით და ესთეტიკით შთაგონებული სახლის ნივთებისა და აქსესუარების - ბლუტაბლას კუთხე გაიხსნა. კომპანიამ გაფართოება რეგიონებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით დაიწყო, სადაც პირველი ფილიალი გახსნა.

უწყების ცნობით, ბლუტაბლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მდებარეობს.

„კომპანიის რიგით მეშვიდე მაღაზიაში ქართული ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული სუფრების, ფარდაგების, ორიგინალური ჭურჭლის, მაჯის საათებისა და სამკაულების ყიდვაა შესაძლებელი. 

ქართულ ბაზარზე ბლუტაბლამ ოპერირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ბრენდის პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოს მოქალაქეებში, ისე ტურისტებში. ბლუტაბლას პროდუქციის შეძენა შესაძლებელია თბილისში მდებარე მაღაზიებში, ონლაინ და ახლა უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics