|
2022-07-09 11:23:25, 814 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი მეთხილე ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში მეთხილე ფერმერებს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, სოფელ ინგირში, გიორგი ხანიშვილმა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი ფერმერების ბაღები დაათვალიერა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. „აუცილებელია, გამოვიყენოთ უნალექო პერიოდი და ის პრობლემა, რომელიც შექმნა გადაუღებელმა წვიმებმა, აღმოვფხვრათ აქტიური წამლობებით. რეკომენდაციებს გასცემს როგორც საკონსულტაციო ცენტრები, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ რჩევების გათვალისწინება, რეკომენდებული სამი წამლობა, მათ შორის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ნამდვილად მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ხარისხიანი მოსავალი და საექსპორტო პოტენციალი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. უწყების ცნობით, როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, უამინდობით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, უკვე განაახლეს ფართობების დამუშავება სპეციალისტების მიერ დადგენილი სქემით, რაშიც მათ აგროკონსულტანტები უწევენ დახმარებას; ხელმისაწვდომია შესაწამლი აპარატებიც, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცა. მათივე ცნობით, გიორგი ხანიშვილი სახელმწიფო რწმუნებულს სამეგრელოს რეგიონში გიორგი გუგუჩიას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებსა და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სააგენტოს მიერ ტარდება ყველა ღონისძიება იმისათვის, რომ მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს. ხაზგასმით აღინიშნა მოსახლეობასთან კომუნიკაციის და ინფორმირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობა.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)