|
2022-07-07 14:21:12, 1422 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა, რეისების რაოდენობა კი 21 პროცენტით გაიზარდა
„2022 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76,052 მგზავრს და 298 რეისს მოემსახურა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტში სრულად აღდგა მგზავრთნაკადი, რეისების რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, მგზავრთნაკადისა და რეისების რაოდენობის ზრდა განაპირობა მიზნობრივ ბაზრებზე განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ, რომელიც მიმართულია ფრენების გეოგრაფიის გაფართოებისკენ, ახალი ტურისტული ბაზრების მოძიებისკენ, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და არსებული მიმართულებების გაზრდისკენ. ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით დაემატება და არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაიზრდება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)