|
2022-07-07 10:21:35, 1241 ნახვა
ეკონომიკა
ივნისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა, რეისების რაოდენობა კი 21 % გაიზარდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ ნარჩუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ივნისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 100% აღდგა. 2022 წლის ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76,052 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის ივნისი 76,208 მგზავრი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით. ივნისში, აეროპორტში რეისები 21% გაიზარდა და 298 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის ივნისი - 247 რეისი). საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით დაემატება და არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაიზრდება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)