|
2022-07-06 15:42:28, 1350 ნახვა
მსოფლიო
„მთავრობა არ უნდა წავიდეს, როცა რთული დროა“ - ბრიტანეთში თანამდებობას კიდევ სამი მინისტრი ტოვებს
დიდ ბრიტანეთში თანამდებობას სახაზინო ხაზინის მინისტრი, ჯონ გლენი, იუსტიციის მინისტრი, ვიქტორია ატკინსი და სასოფლო ინოვაციისა და კლიმატის ადაპტაციის მინისტრი, ჯო ჩერჩილიც ტოვებენ. სახაზინო მინისტრი ჯონ გლენი ამბობს, რომ თანამდებობას „ღრმა სინანულით“ ტოვებს. პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში ის ამბობს, რომ „ცუდი განსჯა“ კრის პინჩერის დანიშვნასთან დაკავშირებით „შეუძლებელს ხდის ჩემს სინდისთან მუშაობის გაგრძელებას“. მისი თქმით, ქვეყანა „უკეთესს იმსახურებს“. საბინაო მინისტრის, სტიუარტ ენდრიუს თქმით, ერთგულება და ერთიანობა ის თვისებებია, რომლებმაც „ამ ბოლო დროს გადალახეს განსჯა“. მასიურ გადადგომას გამოეხმაურა თავად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დასძინა, რომ "მთავრობა არ უნდა წავიდეს, როცა რთული დროა". "ზუსტად მაშინ, როდესაც რთული დროა და ქვეყანა ეკონომიკაზე ზეწოლის წინაშე დგას - და ევროპაში ყველაზე დიდი ომია 80 წლის განმავლობაში - ეს არის მომენტი, როდესაც უნდ ველოდოთ, რომ მთავრობა გააგრძელებს თავის მუშაობას და არ წავა", - ამბობს ბორის ჯონსონი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ივლისს, თანამდებობა ასევე დატოვა ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა და ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა. მინისტრებს გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ, მაგრამ Reuters-ის ჟურნალისტების ცნობით, მინისტრების გადადგომა მოხდა მას შემდეგ, რაც ჯონსონი გამოვიდა ტელევიზიით, რათა ბოდიში მოეხადა კრისტოფერ პინჩერის დანიშვნის გამო, რომელსაც ბრალი ედებოდა მისი ორი კოლეგის შევიწროებაში. ცნობისთვის, 6 ივნისს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს კარანტინის პერიოდში დარღვეული წესების გამო. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 2020 და 2021 წლებში წვეულებები იმართებოდა ოფისში საკარანტინო ზომების დაცვის გარეშე, რომელიც მთავრობამ შემოიღო მთელ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო. მონაწილეები დაჯარიმდნენ. ჯონსონმა აღიარა დანაშაული , ბოდიში მოიხადა და გამოაცხადა მზადყოფნა გადაიხადოს ჯარიმა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პრემიერმა ნდობა მიიღო და თანამდებობა არ დატოვა. უნდობლობის გამოცხადების დასაწყებად კონსერვატორებს თემთა პალატაში დეპუტატების 15%-ის ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ .
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)