|
2022-07-06 11:51:06, 1346 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით სურამში 3 კოტეჯისგან შემდგარი კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 150,000 ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა „საქართველოს ბანკის“ სრული დაფინანსებით ხორციელდება. „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, მოვიზიდეთ საჭირო ფინანსური რესურსი, რათა დაგვეწყო კოტეჯების მშენებლობა. ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია 2 კოტეჯი, რომელიც 12 სტუმარს დაიტევს. კოტეჯების მშენებლობის დასრულების შემდეგ, აუზის დამატებას ვგეგმავთ“, - აცხადებს ბიზნესის ხელმძღვანელი, შორენა ბარბაქაძე. „ბიზნესის მხარდაჭერა „საქართველოს ბანკის“ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. განსაკუთრებით კი რეგიონში ოპერირებადი ბიზნესების. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ კიდევ ერთი ქართული სასტუმროს პროექტს. სურამში მშენებარე სასტუმრო არაერთ ადგილობრივს დაასაქმებს და საკუთარ წვლილს შეიტანს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. ჩვენ ვაგრძელებთ ტურიზმის სექტორის წახალისებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)