|
2022-07-03 11:01:12, 1572 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - 1 027 ქალაქი გავათავისუფლეთ, 2 610 კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ათასზე მეტი დასახლება, მაგრამ კიდევ 2,6 ათასი რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის სხვადასხვა რეგიონის ათეულობით ქალაქზე განხორციელდა სარაკეტო თავდასხმა. "ამ დროის განმავლობაში შესაძლებელი გახდა 1 027 ქალაქისა და დაბის გათავისუფლება, კიდევ 2 610 კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. მათი უმეტესობა უნდა აღვადგინოთ. ასობით მათგანი მთლიანად გაანადგურა რუსეთის არმიამ და ფაქტობრივად, ხელახლა ასაშენებელია. გარდა ამისა, უკრაინის სხვა რეგიონების ათეულობით ქალაქი რაკეტებით დაიბომბა, განადგურდა ასობით საწარმო, მათ შორის არის რთული, ძალიან სახიფათო მრეწველობა", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)