|
2022-07-02 12:13:03, 1735 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს - დაიღუპა ოთხი ადამიანი
ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი,- ამის სესახებ ინფორმაციას ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადი ლიახი ავრცელებს. ლიახის თქმით, ოკუპანტებმა გუშინ საღამის ცეცხლი ლიმანში, ბარვენკოვსკაიას, პოდგორნაიას და დანილევსკის ქუჩებში გახსნეს. „გუშინ საღამოს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ლიმანის მიკრორაიონს. ბარვენკოვსკაიას, პოდგორნაიას, დანილევსკის ქუჩებს. მშვიდობიან კერძო სექტორში, სადაც სამხედრო ობიექტები არ არის. შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი კი დაშავდა. ასეთი ჭურვები შენობების ტოტალურ ნგრევას არ იწვევს, მაგრამ ძალიან საშიშია ხალხისთვის. დაღუპულთა და დაჭრილთა 90% ქუჩაში იყო“, - განაცხადა ლიახმა. ამასთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ შენობა. „ჯერჯერობით შეჩერებულია ჰუმანიტარული დახმარების გაცემა, რომელიც დღეს უნდა დაწყებულიყო განაწილების პუნქტებზე. ორშაბათს ჩვენ კონსულტაციებს ჩავატარებთ გარემოებებზე. გაუფრთხილდით თავს!" - დასძინა ლიახმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)