|
2022-06-30 15:24:03, 996 ნახვა
ეკონომიკა
მედია - რუსული „გაზპრომის“ აქციების სწრაფი ვარდნა დაიწყო
დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეხუთე თვეს, რუსული გაზპრომის აქციები 30%-ზე მეტით დაეცა. ამის შესახებ რუსული "ინტერფაქსი" იუწყება . „აქციონერებმა გადაწყვიტეს, რომ არსებულ ვითარებაში არ არის მიზანშეწონილი 2021 წლისთვის დივიდენდების გადახდა. „გაზპრომის“ პრიორიტეტები ამჟამად არის საინვესტიციო პროგრამის განხორციელება, მათ შორის რუსეთის ფედერაციის რეგიონების გაზიფიცირება და მომავალი ზამთრისთვის მომზადება. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ შევასრულოთ ვალდებულებები გადასახადების გაზრდილი ოდენობით გადასახდელად“, - განაცხადა გაზპრომის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ფამილ სადიგოვმა. ცნობისთვის, რუსეთის ეკონომიკამ, ომის ფონზე, ვარდა დაიწყო. S&P-მა შეამცირა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი BB+-დან CCC-მდე. 2022 წლის 8 მარტს S&P- მა შეამცირა 52 რუსული კომპანიის საკრედიტო რეიტინგი . რუსეთმა საგარეო ვალი დაასრულა, ობლიგაციების მფლობელებს დოლარის ნაცვლად რუბლით გადახდა შესთავაზა. 2022 წლის 23 აპრილს გამოცხადდა რუსეთის სრული დეფოლტის პირობები .
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)