12:15 - 19 Aug, 2026
|
2022-06-30 14:02:01, 1328 ნახვა
ომი უკრაინაში
ნიკოლაევში, მაღალსართულიან კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
ნიკოლაევის საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვს ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ნიკოლაევის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა . მისივე თქმით, საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა ქალაქსა და გარეუბანში 10-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. "გუშინ, 29 ივნისს, დილით, ნიკოლაევსა და მის შემოგარენში ათზე მეტი რაკეტა გაისროლეს. დარტყმა დაფიქსირდა საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა", - ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დაშავებულია კიდევ ექვსი ადამიანი. ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში, 29 ივნისს, დილით, ძლიერი აფეთქებები მოხდა , რუსი დამპყრობლები საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს რაკეტით დაარტყეს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)