|
2022-06-30 12:05:01, 1549 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრი - მესამე მსოფლიო ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო
მესამე მსოფლიო ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო,- აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი Sky News-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, ნატო-ს არ უნდა შეეშინდეს რუსეთთან ურთიერთობის ესკალაციის. „გთხოვთ, არ იგრძნოთ დაღლილობა. გთხოვთ გააგრძელოთ მხარდაჭერა. ნუ შეგეშინდებათ რუსებთან ახალი დონის ესკალაციის, რადგან საკმაოდ გულწრფელად, მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო მესამე მსოფლიო ომი. ეს არის სრულიად გულწრფელი და ეს არის რეალური ცხოვრება. ნუ გეშინიათ,"- აცხადებს რეზნიკოვი. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ სანამ მადრიდში ნატო-ს სამიტი იმართება, უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა გრძელდება, ამიტომ უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება რუსული აგრესიის შესაჩერებლად. „უკრაინის არმია სტაბილურად გადადის დასავლურ იარაღზე და მათი გამოყენების ახალ ტაქტიკაზე. რუსული არმია იძირება ქვის ხანაში, მაგრამ მაინც აღემატება ჩვენს რაოდენობას. ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი! მადრიდში ნატოს სამიტზე მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა გრძელდება. ნატოს შეუძლია და უნდა იმოქმედოს ამ აგრესიის შესაჩერებლად!”- დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)