|
2022-06-30 11:03:47, 1452 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1 მილიარდი ფუნტ სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს
გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით 1 მილიარდი ფუნტ სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს,- აცხადებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, ბრიტანეთის მიერ გაწეული სამხედრო დახმარება 2,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ბრიტანეთმა ასევე გამოყო 1,5 მილიარდი ფუნტი უკრაინის ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერისათვის. " ბრიტანეთის მიერ გაწეული დახმარება სრულად ცვლის უკრაინის თავდაცვას,"- აცხადებს ჯონსონი. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნატო-ს ლიდერებს მოუწოდა მეტი გაეკეთებინათ უკრაინის ომის ფონზე. მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოველთვიური ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდი დოლარია. დიდი ბრიტანეთი მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება უკრაინის სამხედრო დახმარების კუთხით - აშშ-მა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა 40 მილიარდი დოლარის მხარდაჭერის პაკეტი. ბრიტანეთის ახალი დახმარება მოხმარდება "დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემების", თვითმფრინავების, ელექტრონული ომის აღჭურვილობისა და "ათასობით სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაკრების" შეძენას,- განმარტა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)