|
2022-06-29 11:03:45, 1457 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - ათასობით მებრძოლი დაეუფლა დასავლური იარაღის გამოყენებას, წვრთნები გრძელდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ათასობით უკრაინელი მებრძოლი დაეუფლა დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული იარაღის გამოყენებას და მათი წვრთნა ჯერ კიდევ გრძელდება. მისი თქმით, უკრაინელი მებრძოლები სწრაფად სწავლობენ და მათ ხელში ნებისმიერი იარაღი კიდევ უფრო ეფექტური ხდება. მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის არმია აღჭურვილია მძლავრი თანამედროვე სამხედრო ტექნიკითა და იარაღით.უკრაინელი მებრძოლები წვრთნას დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ლიტვაში, პოლონეთში, სლოვაკეთში საფრანგეთსა და გერმანიაში გადიან.
დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბაზისო ზოგადი სამხედრო მომზადების კურსი დაიწყო.უკრაინელი სამხედროები საზღვარგარეთ იძენენ საბაზისო უნარებს M777 და AHS Krab 155 მმ კალიბრის საარტილერიო სისტემების და M142 HIMARS, M270 და MARS II მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები პუნქტების ოპერირებაში. რეზნიკოვმა დასძინა, რომ ათასობით სამხედრო მოსამსახურე აპრილიდან უცხოეთში გაწვრთნილი იყო უცხოური წარმოების იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გამოსაყენებლად.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)