|
2022-06-28 17:04:09, 1347 ნახვა
რეგიონი
ბათუმს 2500 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სასკოლო სივრცეები შეემატება
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 8,5 მლნ ლარით გაიზარდა. უწყების ცნობით, გრძელდება სტუდენტთა მხარდაჭერა, საგანმანათლებლო, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ,,ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსება გაეზარდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ბათუმისთვის და აჭარისთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს სასკოლო სივრცეები. ვინაიდან, დემოგრაფია განაპირობებს მეტ მოთხოვნებს, ამიტომ ბათუმში ვიწყებთ ახალი სკოლის მშენებლობას თავდადებულის ქუჩაზე, სადაც 1000-ზე მეტ მოსწავლეს მიეცემა საშუალება თანამედროვე პირობებში ისწავლოს. ასევე, ძალიან მალე დავიწყებთ მე-16 სკოლის მშენებლობას. იქაც დაგვემატება 1500-ზე მეტი ადგილი. ასევე, ხულოში, ვაშლოვანში ძალიან მალე დაიწყება 400 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, სადაც 10 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ყველა ეს პროექტი, რა თქმა უნდა მოგვცემს საშუალებას, რომ არცერთი ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი აჭარის მცხოვრებლებს აწუხებს არ დაგვრჩეს ყურადღების გარეშე" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 6,2 %-ით გაიზარდა და 482 მლნ ლარს აღემატება. გაიზარდა როგორც სოციალური, ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამების, ასევე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)