|
2022-06-28 12:35:26, 1468 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეხვდნენ და ცენტრის ბაზაზე მიმდინარე სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. კერძოდ, ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმამდელი, პრეჰოსპიტალური, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სპეციალისტი-პარამედიკოსის სპეციალიზაციის“ და სიახლე - “მოტო ტრანსპორტით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების" კურსების შესახებ. გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გადამზადებული პარამედიკოსები სპეციალობის დამადასტურებელ სერტიფიკატს იღებენ, რის შემდეგაც, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონულ სამსახურებში ნაწილდებიან. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაცისა და გადაუდებელი დახმარების სასწავლო სატრენინგო ცენტრის უფროსი ეკა გოლიაძე და სამედიცინო უზრუნველყოფის და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მინდია კახიძე ესწრებოდნენ. პროგრამის მიზანია პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)