|
2022-06-28 01:52:29, 2740 ნახვა
ომი უკრაინაში
13 დაღუპული და 60 დაშავებული - კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგი საბოლოო არაა
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსეთის მხრიდან კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 60 - დაშავდა. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, შესაბამისად ეს მონაცემები განახლებადია. New York Times-ის კორესპონდენტი ვალერი ჰოპკინსი კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრთან აღმოჩნდა, რომელიც რუსული რაკეტის დარტყმის შემდეგ დაიწვა. ნანახის შთაბეჭდილებები მან მკითხველს Twitter-ზე გაუზიარა. "კრემენჩუგში ვარ ყოფილი ამსტარის სავაჭრო ცენტრის ადგილზე. 13 ადამიანი დაიღუპა, 25 საავადმყოფოში. ნახშირბადის ცხედრის ფოტო ვნახე, მომეჩვენა, რომ ქალი ტანჯვაში ტრიალებდა", - წერს ის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემენჩუკში სარაკეტო თავდასხმა ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე მოხდა. ზელენსკის თქმით, შეტევისას სავაჭრო ცენტრში 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "მსხვერპლის რაოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია".
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)