|
2022-06-27 12:57:25, 1155 ნახვა
ეკონომიკა
"თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს
საგარეო ვაჭრობის წინა კვირაში გამოქვეყნებული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიუთითებს "თიბისი კაპიტალის" 2022 წლის ეკონომიკის ზრდის მაღალი პროგნოზის რაციონალურობაზე. უფრო მეტიც, წინა თვეებისაგან განსხვავებით, მაისში ექსპორტის ძლიერი ზრდა უკვე რეალური მატებითაც და არა მხოლოდ გაზრდილი ფასებითაა გამოწვეული. ამავდროულად, საქსტატის მიერ ეკონომიკის ზრდის პირველი კვარტალის შეფასება გამოქვეყნდა და მანამდე არსებული ყოველთვიური მაჩვენებლები, მართალია მცირედით, თუმცა მაინც მატების მიმართულებით გადაიხედა. როგორც ჩანს, თიბისი კაპიტალის 2022 წლის ეკონომის ზრდის შემდეგი პროგნოზი არსებული, 8%-ზე უფრო მეტიდან, დაახლოებით 10%-ით განისაზღვრება. ინფლაციის მხრივ საყურადღებოა, რომ მწარმოებელთან ფასების ინდექსით გაანგარიშებული ფასების ზრდა კვლავ მაღალ დონეზეა, თუმცა შემცირების ტენდენცია მაისშიც იკვეთება. ცნობილია, რომ ხშირად მწარმოებელთან ფასების დინამიკა სამომხმარებლო ფასების წინმსწრებ ინდიკატორად ითვლება. ამ მხრივ, ასევე აღსანიშნავია საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქციის ბოლო პერიოდში დაფიქსირებული გაიაფება. წინა კვირაში მაისის დაკრედიტების სეგმენტების მიხედვით სტატისტიკა გახდა ხელმოსაწვდომი. ამ მხრივ, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კვლავ სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს ადრინდელ შეფასებას, რომ სამომავლოდ, აღნიშნულ სეგმენტში აქტივობის ნორმალიზებაა მოსალოდნელი.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)