20:23 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 10:58:33, 1095 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media" ორგანიზებით,  ჩინეთის ქალაქ შენჭენში, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორებისთვის  ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის წარდგენას ღვინისა და სპირტიანი სასმელების საკონსულტაციო კომპანიის Tasting Annex დამფუძნებელი რაინტრე ჯუნ ვეი (Raintree Jun Wei) უძღვებოდა. იგი  გასულ წელს „Meiburg Wine Media"-ის მიერ განხორციელებული „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის" ფარგლებში შეირჩა ღვინის ოთხ პროფესიონალთან ერთად, რომლებიც, ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებენ.

ღონისძიების წამყვანმა მონაწილეებს, დეგუსტაციის პარალელურად, ქართული ღვინის ისტორია და თანამედროვე ინდუსტრია გააცნო. ღონისძიებაზე 9 სხვადასხვა ღვინის კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2022 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 2,4 მლნ ბოთლი ღვინო (ზრდა 29%).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics