|
2022-06-27 10:35:34, 1703 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილ კორპუსში 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს
მარიუპოლში, რუსი დამპყრობლების მიერ დაბომბილი კორპუსის შედეგად დაღუპულთა 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. ანდრიუშჩენკოს თქმით, ქალაქში ექსჰუმაცია გრძელდება. "მარიუპოლი. ახალი სამწუხარო აღმოჩენები. ლევობერეჟნის რაიონში შენობების შემოწმებისას, დაბომბვის შედეგად დაღუპულთა 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს სახლში, სადაც საჰაერო ბომბი მოხვდა პობედას გამზირისა და მეოტიდას ბულვარის კვეთაზე. ცხედრები ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არიან. ექსჰუმაცია გრძელდება. პრიორიტეტულად სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოებში. ექსჰუმაციის შემდეგ აქ მუშავდება სუნიანი ორმოები. ქუჩებში და ეზოებში დამუშავება არ ხდება", - ამბობს ანდრიუშჩენკო. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)