|
2022-06-24 21:43:51, 1486 ნახვა
ეკონომიკა
ზელენსკი ქართველებს - იარეთ, ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!
იარეთ, ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!,- ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ქართველ მოსახლეობას. ზელენსკიმ ქართველებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თავადაც აღუთქვა გვერდში დგომა. „გამარჯობა საქართველო. მინდა, რომ დღეს ყველამ გაიგოს, ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ და ეს სამუდამოა. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებროლებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა. და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანისთვის. ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთ და სამხრეთ ოსეთი თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, რომ თქვენთან ვიქნებით. გუშინ უკრაინამ ევროკავშირის გასაწევრიანებლად კანდიდატის ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაგზე ხართ. იარეთ, ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!. დიდება საქართველოს, დიდება ურაინას! მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია. წარმატებას გისურვებთ!. დიდება უკრაინას!“- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. აქცია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ტარდება, რომლებიც საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნეს. აქციას ასევე შეუერთდნენ სტუდენტები საქართველოს 12 უნივერსიტეტიდან.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)