|
2022-06-22 17:59:28, 1131 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს
22-24 ივლისს, იტალიის დედაქალაქში ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) ყოველწლიური კონგრესი და გენერალური ასამბლეა იმართება. რომში მიმდინარე 32-ე ფორუმში საჰაერო ტრანსპორტის უმაღლესი პირები და სფეროს ლიდერები მონაწილეობენ. გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს. „“ კონგრესი ლეონარდო და ვინჩის სახელობის რომის ფუმიჩინოს აეროპორტის მეხუთე ტერმინალში იმართება. ძირითადი თემა 2022 წლის ზაფხულისა და ზამთრის სანავიგაციო სეზონების დაგეგმვა, ანალიზი და საინვესტიციო კუთხით ახალი სტრატეგიების შემუშავებაა. თამარ არჩუაძის განმარტებით, ასამბლეაზე საუბარი პანდემიის შემდეგ ავიაციისა და ტურიზმის სწრაფი გაჯანსაღების საკითხებს შეეხება, ასევე როგორ მოახდინონ ადაპტირება აეროპორტებმა არსებულ გამოწვევებთან. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებს. გვექნება შეხვედრები ევროპის აეროპორტების ხელმძღვანელ პირებთან. განვიხილავთ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებს, რაც უკვე კოვიდ პანდემიის შემდეგ დადგა. ავიაციის აღდგენისა და გაჯანსაღების პროცესში აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს მკვეთრად გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რიგი პრობლემები დაუდგა. ძირითადად ეს ეხება ადამიანურ რესურსს.როგორ უნდა შევუწყოთ ხელი სააეროპორტო ინდუსტრიის საქმიანობის გაუმჯობესებას - 3 დღის განმავლობაში კოლეგებთან ერთად ამ თემის გარშემო ვიმსჯელებთ,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. 3 დღიანი ღონისძიების დასასრულს, გენერალურ ასამბლეაზე ევროპის საუკეთესო აეროპორტი გამოვლინდება. აღსანიშნავია,რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის ოპერატორი კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა (UAG), პანდემიამდე ზედიზედ ორჯერ დასახელდა მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით საუკეთესო აეროპორტებს შორის.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)