04:23 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 12:11:53, 786 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - აბასთუმნის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვება და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდება

„დაბა აბასთუმნის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვება და  კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტდება“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.  ზურაბ აზარაშვილის განმარტებით ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, საკურორტო ზონებში პირველადი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  ამ მიზნით, აბასთუმანში, ამბულატორიის გარდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიც განთავსდება.

დაბა აბასთუმანში ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილესთან ილია ღუდუშაურთან ერთად იმყოფებოდა, სადაც „აბასთუმნის ფილტვის ცენტრიც“ დაათვალიერა. ცენტრში ბენეფიციარებს სახელმწიფო პროგრამით, 20 დღიანი სარეაბილიტაციო კურსი უფასოდ უტარდებათ. პაციენტთა რეაბილიტაციის პროცესი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სამედიცინო და სამეცნიერო პოტენციალის ბაზაზე, წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი პროტოკოლის შესაბამისად  მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics