|
2022-06-20 17:07:12, 1519 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი აშშ-სთან ბირთვულ ხელშეკრულებაზე- ჩვენი ურთიერთობის ხარისხი „ნულოვან კელვინზეა"
აშშ-სა და რუსეთს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს და უფრო მეტიც მათი ურთიერთობის ხარისხი "ნულოვან კელვინზეა" - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა. მისივე თქმით, თვითონ ამერიკელები უნდა მივიდნენ, ან მიუახლოვდნენ მათ და სთხოვონ შეთანხმება. "ჩვენ ახლა არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს აშშ-სთან. ისინი ნულოვან კელვინზე არიან და დღეს მათი გაყინვის საჭიროება არ დგას. მათთან მოლაპარაკება ჯერ არ არის საჭირო. თვითონ ამერიკელები უნდა მოვიდნენ, ან მოგვიხლოვდნენ ჩვენ და გვთხოვონ შეთანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ისე გამოიყურება თითქოს ისინი საზიზღრობებს გვიკეთებენ და ჩვენ თურმე ბირთვული შეთანხმება უნდა მივართვათ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)