|
2022-06-19 15:51:14, 1745 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთი ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად იყენებს, რათა უკრაინაში გარკვეულ შედეგს მიაღწიონ
რუსეთი იყენებს თავის ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად, რათა მიაღწიოს გარკვეულ შედეგებს უკრაინის წინააღმდეგ ომში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter- ზე წერს. მან აღნიშნა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინისთვის მოქალაქის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა. "რუს პროპაგანდისტებს აწუხებთ, რომ უკრაინის დამცველები ფრონტზე გასვლამდე საზღვარგარეთ გადიან წვრთნებს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ უკრაინის სახელმწიფოსთვის მოქალაქის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა. რუსეთში მობილიზებულები არსად არ სწავლობენ, მათ მაშინვე ქვემეხით სასიკვდილოდ აგზავნიან.“ - წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 250 ოკუპანტი გაანადგურეს . გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსების ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 19 ივნისის ჩათვლით არის დაახლოებით 33,6 ათასი პერსონალი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)