16:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-19 15:56:44, 2617 ნახვა

სხვადასხვა
უკრაინა კრძალავს რუსულ მუსიკას, მედიასა და საჯარო სივრცეში

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს რუსული მუსიკის რეპროდუცირებას მედიასა და საჯარო სივრცეში, განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა. რადას ვებგვერდის მასალების მიხედვით, კანონის მიღებას მხარი 303-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონის ტექსტში ნათქვამია, რომ უკრაინაში აკრძალულია საჯაროდ შესრულება და ჩვენება „ფონოგრამები, ვიდეოგრამები და მუსიკალური ვიდეორგოლები“, თუ ეს არის უკრაინაში „აგრესორად“ გამოცხადებული ქვეყნის მოქალაქის ნამუშევარი.

ეს მოთხოვნა ვრცელდება იმ შემსრულებლების სიმღერებზე, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ 1991 წლიდან. წესი არ ვრცელდება მათზე, ვინც უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და გახდა უკრაინის მოქალაქე.

ამავდროულად, რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს წიგნების და სხვა საგამომცემლო პროდუქციის იმპორტს და გავრცელებას რუსეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics