|
2022-06-19 12:27:11, 1329 ნახვა
ომი უკრაინაში
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან რუსეთში 307 000 ბავშვი გადაიყვანეს
ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან რუსეთში 307 423 ბავშვი გადაიყვანეს, 18 ივნისის საღამოს მდგომარეობით, განაცხადა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა. რუსეთის ჰუმანიტარული რეაგირების შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ მხოლოდ 24 საათის განმავლობაში რუსეთში 29,733 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 3,502 ბავშვი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთელი ომის განმავლობაში, 1,9 მილიონი ადამიანი წაიყვანეს რუსეთში უკრაინიდან და თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბიკაში. კიევმა მოსკოვი დაადანაშაულა უკრაინის ტერიტორიებიდან ბავშვების „გატაცებაში“ და მათ ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბიკაში ან რუსეთში წაყვანაში. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ესენი არიან ობლები და ბავშვები, რომლებსაც მშობლები ჰყავთ. უკრაინამ ასევე დაადანაშაულა რუსეთი იმაში, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ან იმ ტერიტორიებიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ზრდასრული მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე აფერხებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)