|
2022-06-17 12:50:53, 1556 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - ზელენსკიმ ბელარუსის მხრიდან შემოჭრის საფრთხესთან დაკავშირებით, შემოწმების ჩატარების ბრძანება გასცა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის მხრიდან ახალი შემოჭრის შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით ოთხ ოლქში მზადყოფნის შემოწმების ჩატარების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსიი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას აქვს სრული ინფირმაცია ბელარუსის საზღვართან არსებული მდგომააარეობის შესახებ. "ყველა ჩართულმა ორგანომ თავისი შეფასება გასცა - რა ხდება იქ, რა მდგომარეობაშია ამჟამად ბელარუსის არმიაში, რამდენი რუსი სამხედროა იქ, რა გეგმები აქვთ. ყველა ეს საკითხი ჩვენი პრეზიდენტის კონტროლს ექვემდებარება და ამ საკითხზე გუშინ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით. და მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.შედეგად, გაცემულია ბრძანება, რომ მოხდეს ამ მზადყოფნის შემოწმება ოთხ ოლქში იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი განმეორებითი გამოწვევები შეგვექმნება ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა დაბილოვმა. ოლექსი დანილოვს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ რეგიონები ჩატარდება შემოწმება. ბელორუსს უკრაინის 5 ოლქი ესაზღვრება: ჩერნიგოვი, კიევი, ჟიტომირი, რივნე და ვოლინი. შეგახსენებთ, რომ ბელორუსის შეიარაღებულმა ძალებმა გ წვრთნები - სულ მცირე 25 ივნისამდე გაახანგრძლივეს.მანამდე ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის საზღვარზე ჯარების ოპერატიული სარდლობის შექმნის ბრძანება გასცა. პრეზიდენტს სურდა რუსული S-400-ების და ისკანდერების შესყიდვა, ასევე "სახალხო მილიციის " შექმნა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)