07:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 10:55:11, 2101 ნახვა

ომი უკრაინაში
მაკრონი - იმედგაცრუებული არ ვარ, ეს საკმარისად ძლიერი სიტყვა არაა, თუ რა გამოიწვია პუტინის ქმედებებმა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელმაკრონმა აღიარა, რომ მისმა საუბარმა ვლადიმერ პუტინთან შედეგი არ გამოიღო და უკრაინაში ვიზიტის შემდეგ მან ამის შეგრძნებაც დაიწყო. ამის შესახებ მან European Truth-ს, კიევში ვიზიტისას განუცხადა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ უკრაინა მას კრემლთან დარეკვას სთხოვდა.

„ზოგჯერ მე ვურეკავდი პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, როდესაც მას სურდა პუტინისთვის გარკვეული მესიჯების ან წინადადებების გადაცემა“, -განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა იმასა, რომ სიტყვა- იმედგაცრუება საკმარისად ვერ აღწერს იმას, თუ რა გამოიწვია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქმედებებმა.

„იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი საათი გავატარე ზელენკსისთან საუბარში და იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მქონდა შანსი ირპენი და ბუჩა მენახა, იმედგაცრუებული არ ვარ, ეს საკმარისად ძლიერი სიტყვა არაა, თუ  რა გამოიწვია ამ კაცის ქმედებებმა”,- განაცხადა მაკრონმა.

„სწორედ ამიტომ ვეცადე ომის თავიდან აცილება. ამიტომ წავედი ზამთარში მოსკოვში და მანამდე ამ კაცთან ამდენი დრო გავატარე, რადგან მივხვდი, რომ ყოველი ეტაპი, რომელშიც ის გადავიდოდა, ყოველი ახალი ნაბიჯი, როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის რაღაც შეუქცევადს შექმნიდა“,- დასძინა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი ჩავიდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics