|
2022-06-16 21:03:00, 1686 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობას მხარს უჭერს, საქართველოს კი არ ახსენებს
ევროპულ საბჭოში ერთიანი პოზიციით წარვდგები და უკრაინას მხარს დავუჭერ. ეს ეხება მოლდოვასაც. - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. მისივე თქმით, დღეს რუსეთი ევროპაში საზღვრების შეცვლას ცდილობს, რასაც არ შეეგუებიან. ""პარტნიორებთან ერთად კიევში ჩამოვედი რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ერის მიმართ. დღეს რუსეთი ევროპაში საზღვრების შეცვლას ცდილობს, რასაც არ შევეგუებით. მხარს ვუჭერთ უკრაინის მიერ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას. გერმანია უკრაინას შეიარაღებით ეხმარება. დღეს კიევში კონკრეტული მესიჯით ჩამოვედით. უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს. ევროპული გზაზე სამოძრაოდ და ევროკავშირში გასაწევრიანებლად მთავარია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. ევროპულ საბჭოში ერთიანი პოზიციით წარვდგები და უკრაინას მხარს დავუჭერ. ეს ეხება მოლდოვასაც. ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფო სადაც კანონის უზენაესობა დაცულია. ეს ის კრიტერიუმებია რაც ევროპულ ქვეყნებს აერთიანებს და სხვა ქვეყნებისგან განგვასხვავებს". - ნათქვამია განცხდებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტიც.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)