|
2022-06-16 13:47:45, 2373 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც უკრაინის დამოუკიდლობისთვის იქნება საჭირო
გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერების ვიზიტი კიევში არის სოლიდარობის ჩვენება, მაგრამ ასევე უკრაინისა და მისი მოქალაქეების მხარდაჭერა და დახმარება, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაზეთ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა. შოლცის თქმით, სიტუაცია, რომელშიც უკრაინა ახლა იმყოფება „ძალიან უჩვეულოა”. ამასთან, უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც „უკრაინის დამოუკიდლობისთვის იქნება საჭირო". „ჩვენ არ გვინდა მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრირება, ჩვენ ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას, რომელსაც ჩვენ ვაწყობთ - ფინანსური და ჰუმანიტარული, ასევე როცა საქმე იარაღს ეხება“,- განაცხდა შოლცმა. გარდა ამისა, შოლცი ასევე ცხადყოფს, რომ სანქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს „ისინი ხელს უწყობენ იმის შანსს, რომ რუსეთი დათმობს თავის ოპერაციას და კვლავ გაიყვანს თავის ჯარებს”. შეგახსენებთ, რომ დღეს 16 ივნისს კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)