08:17 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 11:26:46, 1631 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი - აშშ უკრაინაში MLRS-ის დარტყმებისთვის სადაზვერვო ინფორმაციას გადასცემს

შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინას გადასცეს სადაზვერვო ინფორმაცია მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით დარტყმისთვის. ამის შესახებ რადიო თავისუფლება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობითბ წერს.

პენტაგონის ცნობით, უკრაინელი სამხედროები HIMARS და MLRS სისტემების გამოყენების შესახებ სწავლებას ასრულებენ.

"შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ მოსკოვს ახლა უფრო მეტი არტილერია აქვს ვიდრე კიევს. ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აპირებს უკრაინის არმიას მიაწოდოს ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინაში სამიზნეების დასარტყმელად."- წერს უცხოური მედია.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გადაცემას.თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევი  არ გამოიყენებს გაფართოებული მოქმედების სარაკეტო სისტემებს  რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. როგორც ცნობილია,კიევისთვის მიწოდებული HIMARS-ის დიაპაზონი 80 კილომეტრს არ აღემატება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics