|
2022-06-15 10:57:12, 1566 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - დასავლეთისგან საჭირო სამხედრო დახმარების მხოლოდ 10% მივიღეთ
უკრაინამ დღემდე დასავლელი პარტნიორებისგან რუსული აგრესიის დასაძლევად საჭირო სამხედრო დახმარების მხოლოდ 10% მიიღო,- აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ტელემარათონის ეთერში. მალიარმა აღნიშნა, რომ უკრაინა დღეში 5-6 ათას საარტილერიო ჭურვებს ხარჯავს, ხოლო რუსეთი 10-ჯერ მეტს. "დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 10% იმისა, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ სჭირდება.დღეს უკრაინა იყენებს მთელ თავის ძალას რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთში შეიარაღების შესაძლებლობები და სამხედრო პერსონალის რაოდენობა ჩვენსას ბევრად აღემატება. და რა ძალისხმევაც არ უნდა გამოიჩინოს უკრაინამ, რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს ჩვენი არმია, დახმარების გარეშე. პარტნიორების გარეშე ჩვენ ვერ მოვიგებთ ამ ომს“, - თქვა მან. მალიარის თქმით, ახლა საჭიროა სამხედრო დახმარების მიწოდების კონკრეტული ვადების დაზუსტება. „ჩვენ ველით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არა მხოლოდ დათანხმდებიან დახმარებაზე, როგორც უკვე აკეთებენ ახლა, არამედ იქნება მკაფიო ვადები და ეს იქნება უახლოესი დრო და ეს იქნება ზუსტად ის დახმარება, რაც უკრაინას სჭირდება,"- აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)