|
2022-06-15 10:35:18, 929 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სამინისტრო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული საქმიანობით განიმტკიცონ. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს. უწყების ცნობით, მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება და სამართალშემოქმედებით პროცესში სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვის ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოში ავტორიზებულ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმდება. „პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო კურსის ფარგლებში - „იურიდიული კლინიკა სასჯელაღსრულების სამართალში" - სტუდენტებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში", სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა" და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში" კვირაში 1 სამუშაო დღის გატარება შეეძლებათ. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროცესებში სამინისტროს წარმომადგენელთა ჩართვა მაგისტრანტ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, თეორიული ცოდნა გაიღრმაონ იუსტიციის სისტემის იმ დაწესებულებებში, რომლებთანაც უშუალო შეხება მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ამას გარდა, იუსტიციის სამინისტრო წარმატებულ მაგისტრანტებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმების შესაძლებლობას მისცემს”,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)