|
2022-06-13 18:37:53, 1543 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გაერთიანებული ძალები - მებრძოლებმა დონბასში სამი სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს
უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში 3 სოფელი გაათავისუფლეს. - განაცხადა გაერთიანებული ძალების სპიკერმა. მისივე თქმით, მტრის რიცხობრივი უპირატესობა არ ნიშნავს, რომ რაშისტები დაუსჯელნი დარჩებიან. "ფრონტზე მტრის არტილერია ერთი წუთითაც არ ჩერდება. მაგრამ მტრის რიცხობრივი უპირატესობა არ ნიშნავს, რომ რაშისტები დაუსჯელნი დარჩებიან. თითოეული ჩვენი პასუხი მნიშვნელოვან ზარალს აყენებს დამპყრობლებს დონბასში გარკვეული მიმართულებებით. უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ იცავენ თავს, არამედ თანდათან წინ მიიწევენ. ასე რომ, ახლახან ჩვენმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს დონეცკის რეგიონის სამი სოფელი და ფრონტის ნაწილი 15 კმ-ით გადაიტანეს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)