09:42 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 12:13:23, 863 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი 16 ივნისს უკრაინას ეწვევიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ხუთშაბათს, 16 ივნისს უკრაინას ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გაზეთი La Stampa ავრცელებს.

ევროკავშირის სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი ვიზიტი G7-ისა და ნატოს სამიტამდე შედგება.

მედიის ცნობით, ამ გზით ისინი აპირებენ გამოხატონ ევროკავშირის სამი უმსხვილესი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართ. 

აღსანიშნავია, რომ სამი ლიდერიდან არცერთი არ იმყოფებოდა კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ამასთან, 24 თებერვლიდან უკრაინას უკვე ეწვია მსოფლიოს არაერთი ლიდერი, მათ შორის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics