|
2022-06-12 18:52:51, 1706 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკის გამბედაობისთვის ბორის ნემცოვის სახელობის პრემია გადასცეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამორჩეული გამბედაობისთვის ბორის ნემცოვის პრემიის წლევანდელი ლაურეატი გახდა.ამის შესახებ ბორის ნემცოვის ფონდი თავისუფლებისთვის იტყობინება. საომარ ვითარებაში ფონდმა ჯილდოზე უკრაინელი წარმომადგენლების წარდგენა გადაწყვიტა. კანდიდატებს შორის იყვნენ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, Okean Elzy ბენდის ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკი, საბრძოლო მოხალისე მედიკოსთა დანაყოფის დამფუძნებელი იულია პაიევსკა (ტაირა), პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი და სხვები. "ჩვენ არ ვაძლევთ ჯილდოს წარსულისთვის ან მომავლისთვის. ჩვენ ვაძლევთ ჯილდოს იმისთვის, რაც ადამიანმა გააკეთა აქ და ახლა ამ წელს. და აქ და ახლა ვოლოდიმირ ზელენსკი დარჩა კიევში და გადაწყვიტა დაეცვა სამშობლო თავის ხალხთან ერთად. მან გამოიჩინა გამბედაობა“, - განაცხადა ფონდისა და ამ ჯილდოს დამფუძნებელმა, ბორის ნემცოვის ქალიშვილმა ჟანა ნემცოვმა. ბორის ნემცოვი რუსი ოპოზიციონერი იყო. ნემცოვი მოსკოვში, კრემლთან ახლოს, 2015 წელს უცნობმა პირებმა მოკლეს. 2016 წლიდან ფონდი ნემცოვის პრემიას ანიჭებს ადამიანებს, რომლებიც „განსაკუთრებით ერთგული არიან გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ეხმარებიან მათ, ვინც განიცდის პოლიტიკურ, რასობრივ ან რელიგიურ დევნას“.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)