|
2022-06-12 16:33:39, 1493 ნახვა
ომი უკრაინაში
მერის მრჩეველი- ოკუპანტებმა მარიუპოლში მდებარე თავისუფლების მოედანს ლენინის მოედანი დაარქვეს
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის თავისუფლების მოედანს ლენინის მოედანი დაარქვეს,- განაცხადა მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ ანდრიუშჩენკომ მოედანზე დანგრეული დამწვარი სახლების ფონზე ოკუპანტების მიერ აღმართული რუსული დროშის ფოტო გამოაქვეყნა. "დამპყრობლებმა მარიუპოლის თავისუფლების მოედანს დაარქვეს ლენინის მოედანი და აღმართეს სამფეროვანი რუსული დროშა,"- განმარტა მარიუპოლის მერის მრჩეველმა. შეგახსენებთ, რომ რუსებმა მარიუპოლში ისეთი პირობები შექმნეს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამგზავრება არ შეეძლო. მარიუპოლის მაცხოვრებლები იძულებულნი არიან გაიარონ ფილტრაცია, რომლის დროსაც ადამიანებს არ კვებავენ და დასცინიან.როგორც მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, ფილტრაციის ცენტრები ისეა მოწყობილი, რომ მას ადამიანი ვერ ტოვებს. ბოიჩენკოს თქმით, დამპყრობლებმა გახსნეს ოთხი ფილტრაციის ბანაკი. ყველა მათგანი მარიუპოლში ან მის გარშემოა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)