|
2022-06-12 15:13:23, 1546 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსი პროპაგანდისტები უკრაინის თავდაცვის ძალებში ქალების მობილიზების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ
რუსი პროპაგანდისტები უკრაინის თავდაცვის ძალების რიგებში ქალების მობილიზების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა განაცხადა. არაერთმა პრორუსულმა Telegram-მა არხმა გაავრცელა დოკუმენტის ფოტო, რომელსაც თითქოსდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, სერგეი შაპტალი, აწერს ხელს. " ტერიტორიულ რეკრუტირების ცენტრებს 2022 წლის 15 ივნისამდე აქვთ უფლება მოამზადონ სიები. სამხედრო რეესტრში შეყვანილი ქალების შესახებ […] და განხორციელონ სამობილიზაციო ღონისძიებები“. მათ ასევე 2022 წლის 31 ივნისამდე უნდა მოაწყონ ღონისძიებები 18-დან 60 წლამდე ასაკის ქალთა სამხედრო აღრიცხვისთვის“,- ვკითხულობთ რუსი პროპაგანდისტების მიერ გავრცელებულ ყალბ დოკუმენტში. დეზინფორმაციასთან ბრძოლოს ცენტრში აცხადებენ, რომ ყალბი ამბები მომზადდა შიდა მომხმარებლებისთვის და მიზნად ისახავს სოციალური არასტაბილურობის ცენტრების შექმნას უკრაინის ზოგიერთ რეგიონში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)