|
2022-06-11 10:37:17, 2866 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ნგრევა და მწუხარება ერთადერთია, რისი მიცემაც რუსეთს მეზობლებისთვის შეუძლია
რუსეთი აგრძელებს შეტევას დონბასში და სურს გაანადგუროს იქ ყველა ქალაქი, როგორც ეს ვოლნოვახასა და მარიუპოლში გააკეთა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ნგრევა და მწუხარება ერთადერთია, რისი მიცემაც რუსეთს მეზობლებისთვის შეუძლია. „რუსეთს სურს გაანადგუროს დონბასის ყველა ქალაქი. თითოეული. და ეს არ არის გადაჭარბებული. ვოლნოვახასა და მარიუპოლისავით. მთელი ეს ნანგრევები ოდესღაც ბედნიერ ქალაქებში, ხანძრის შავი კვალი, აფეთქებების კრატერები - ეს არის ყველაფერი, რაც რუსეთს შეუძლია მისცეს თავის მეზობლებს, ევროპას, მსოფლიოს. შესაძლოა, ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს სრული დეგრადაციის უსწრაფესი მაგალითი, გზა, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ გაიარა 107 დღეში“, - განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელი დამცველები ყველაფერს აკეთებენ თავიანთი სამშობლოს დასაცავად, შესაძლებლობებიდან და არსებული იარაღიდან დაწყებული. ამასთან, ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ხელისუფლება კვლავ აგრძელებს მოლაპარაკებებს დასავლელ პარტნიორებთან საჭირო იარაღის მიწოდების შესახებ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ომის დროს რუსეთის ფედერაციამ უკვე 400-მდე სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)