|
2022-06-09 14:16:10, 1330 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარეს, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს. გიორგი ხანიშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა მეცხოველეობის, ბაგური მეცხვარეობის, ჩაის, კენკროვანი და მარცვლეული კულტურების განვითარების პოტენციალზე და ყურადღება „იმერეთის აგროზონაზე” - სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების შესაძლებლობის საკითხზე გაამახვილა. როგორც ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ აღნიშნა, საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)