|
2022-06-07 10:27:29, 1524 ნახვა
ომი უკრაინაში
ესტონეთის პრემიერი - ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს სისასტიკეს დასრულებას, ჩვენ უკვე დავუშვით ეს შეცდომა საქართველოში, დონბასსა და ყირიმში
ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკეს დასრულებას. ჩვენ უკვე სამჯერ დავუშვით ეს შეცდომა საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ამ შეცდომას ვეღარ დავუშვებთ,- აცხადებს ესტონეთის პრემიერი, კაჯა კალასი. კალასი აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ევროპული ერთიანობის შენარჩუნება რთულია . „ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც სანქციები ჩვენც გვაზიანებს, თავიდან სანქციები მხოლოდ რუსეთისთვის იყო რთული, მაგრამ ახლა ჩვენ მივდივართ იმ მომენტამდე, როდესაც სანქციები მტკივნეულია ჩვენი ქვეყნებისთვის და ახლა საკითხავია, რამდენი ტკივილის ატანისათვის ვართ ჩვენ მზად. სხვადასხვა ქვეყნისთვის. ერთიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია. ეს სულ უფრო და უფრო რთულდება მაღალი ინფლაციისა და ენერგიის ფასების გამო. გაზი შეიძლება ძვირი იყოს, მაგრამ თავისუფლება ფასდაუდებელია. თავისუფალ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს ეს ნამდვილად არ ესმით.ძალიან მაწუხებს ნაადრევი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის შესახებ, რადგან ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკეს დასრულებას. ჩვენ უკვე სამჯერ დავუშვით ეს შეცდომა საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ამ შეცდომას ვეღარ დავუშვებთ.“,- განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. კალასმა განმარტა, რომ ესტონეთი რუსული ტოტალიტარული ციხისგან გათავისუფლდა - ესტონეთი 1991 წლამდე ანექსირებული იყო სსრკ-ს მიერ. ”მე ვიცი, როგორი გრძნობაა და ეს არის ცენტრალური და აღმოსავლეთის ქვეყნების გამოცდილება”, - თქვა მან. ”მაგრამ ეს არის გამოცდილება, რომელიც დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას არ აქვს, ამიტომ ღირებულებები შესაძლოა გაქრეს, როგორც კი ტკივილს იგრძნობთ ”
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)