|
2022-06-05 19:40:15, 1354 ნახვა
ეკონომიკა
Hilton და Hyatt-ის შემდეგ რუსეთს საბოლოოდ სასტუმროების ქსელი Marriott ტოვებს
სასტუმროების საერთაშორისო ქსელმა Marriott-მა გამოაცხადა რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ. ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდი ავრცელებს. საქმიანობის შეწყვეტის მიზეზად სანქციებს უწოდებენ, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო დააწესეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ოპერირების გაგრძელება შეუძლებელი გახდა. კომპანიის ცნობით, ომის დაწყებიდან მან 1 მილიონი დოლარი გაგზავნა კონფლიქტის ზონაში მყოფი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად, ასევე 2,7 მილიონი დოლარი 85-ზე მეტი სასტუმროს მიწოდებისთვის, რომლებიც უკრაინიდან ლტოლვილებს საცხოვრებლად უზრუნველჰყოფენ. მარიოტის ქსელი რუსეთში 25 წელია ფუნქციონირებს. მარტის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ ხურავს თავის ოფისს მოსკოვში და აჩერებს ინვესტიციებს და ხსნის ახალ სასტუმროებს რუსეთში. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს სასტუმროს ქსელებმა Hilton და Hyatt. იელის მენეჯმენტის სკოლის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000-მდე უცხოურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ დატოვებს რუსეთს ან შეზღუდავს საქმიანობას ქვეყანაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)